ელექტრომონტიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრომონტიორი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 11 ივნისი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა", აცხადებს ვაკანსიას, ელექტრომონტიორის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ენერგეტიკა;
ანაზღაურება: 700-დან 1500 ლარამდე დარიცხული ხელფასი (პროფესიული უნარების და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად);
მდებარეობა: ქ. თბილისი.

მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით;

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში;

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** ელექტრომოწყობილობების რემონტის და მომსახურებისას ცალკეული მარტივი სამუშაოების შესრულება, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ელექტრომონტიორის ხელმძღვანელობით;
** გამანაწილებელი კარადების, კლემების, დამცავი ფარების, განათების არმატურის მონტაჟი და რემონტი;
** ელექტრომოწყობილობების გაწმენდა, გაქრევა შეკუმშული ჰაერით, ნაწილობრივ დაშლით, გარეცხვით და გამშრალებით;
** კონტაქტების და მათი ზედაპირების გაწმენდა;
** 1000 ვოლტამდე სადენების დაცალკავება, შეერთება, იზოლირება და მირჩილვა;
** სადენების და კაბელების გაყვანა;
** ელექტრომოწყობილობების რემონტის დროს უბრალო საზეინკლო, სამონტაჟო და სადურგლო სამუშაოების შესრულება;
** ელექტრომოწყობილობების მიერთება, გამორთვა და უბრალო გაზომვების ჩატარება;
** პნევმატურ და ელექტროინსტრუმენტზე მუშაობა;
** იატაკიდან მართვადი უბრალო ამწე მექანიზმების გამოყენებით სატაკელაჟო სამუშაოების შესრულება;
** გამანაწილებელი ქსელების, ელექტროძრავების სტატორების და როტორების, ტრანსფორმატორის ხვიების, კაბელების შემყვანების და გამომყვანების იზოლაციის წინაღობის გაზომვა მეგომეტრით;
** მომსახურეობის უბანზე დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობების დატვირთვის რეგულირება;
** არაფეთქებადსაშიში არმატურის რემონტი და დაყენება;
** ელექტრომოწყობილობების დათვალიერებაში, რემონტში და ტექნიკურ მომსახურებაში მონაწილეობის მიღება, მათი დაშლის, აწყობის, გაწყობის და მომსახურების სამუშაოების ჩატარებით;
** საკაბელო ტრასებისა და სადენების გაყვანაში მონაწილეობის მიღება;
** საიზოლაციო მასალების დამუშავება;
** უბრალო სქემებით ჩართული ელექტრომოწყობილობების გაუმართაობის, შეუსაბამობის, დაზიანებების აღმოჩენა და აღმოფხვრა.

უნდა იცოდეს:

** ელექტროძრავების, გენერატორების, გამანაწილებელი მოწყობილობების, მცველების, აკუმულატორების, კონტაქტორების, გამმართველების და საწარმოებში არსებული სხვა ელექტრო მოწყობილობების დანიშნულება, მოწყობა, მუშაობის პრინციპი;
** ელექტრო ტექნიკური მასალების ძირითადი სახეობები, მათი თვისებები და დანიშნულება;
** მასზე დაკისრებული სამუშაოს შესრულების დროს მონტაჟის წესები და ხერხები, უსაფრთხოების წესები;
** გამოსაყენებელი საზომი-საკონტროლო მოწყობილობების დასახელება, დანიშნულება და მათი გამოყენების წესები;
** სამუშაო ადგილის ორგანიზაციის და მოწყობის წესები;
** დაბალი ძაბვის სადენების შეერთების, მირჩილვის ხერხები და წესები;
** მუდმივი და ცვლადი დენის მონაცემები;
** გამშვებ მარეგულირებელი მოწყობილობების დანიშნულება და კონსტრუქცია;
** ელექტრომოწყობილობების მონტაჟისა და რემონტის დროს უსაფრთხოდ მუშაობის წესები;
** რავების გრაგნილების სადენების გამომყვანების აღნიშვნა;
** სარჩილი და ფლუსები;
** საშუალო სირთულის საკონტროლო - გამზომი მოწყობილობების და ინსტრუმენტების დანიშნულება და მათი მოწყობა;
** ელექტროსიდიდეების გაზომვის ხერხები;
** კაბელების გაყვანის წესები შენობებში, მიწის ქვეშ და ჩამოსაკიდ გვარლაზე;
** ელექტრო ტექნიკის საფუძვლები, ელექტრო დანადგარების მოწყობის წესები, ელექტრო დანადგარების ექსპლუატაციის წესები, ელექტრო დანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესები, რომელიც შეესაბამება ელექტრო უსაფრთხოებაში III ჯგუფის კვალიფიკაციას;
** პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესები;
** ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების წესები;
** საწარმოო სანიტარიის და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესები.

სამუშაოს მაგალითები:

** განათების არმატურის: შტეფსელები, ვაზნები, ჩამრთველები და სხვა - დაყენება მათი ელ. ქსელში მიერთებით;
** კაბელების იზოლაციის წინაღობის გაზომვა მეგომეტრით;
** უბრალო დეტალების: სპირალი, გადასაბმელი, ბუნიკი, კონტაქტი და სხვა - დამზადება და დაყენება;
** კაბელები და სადენები: დაბოლოებების განცალკევება, დაპრესვა, მირჩილვა;
** კონტაქტორების, რელეების - გასუფთავება, შემოწმება, სამაგრების მოჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული განათლება (სასურველია დაშვების ჯგუფით);
** უნდა ჰქონდეს შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება.

უნარები:

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაცია;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;
** სტრესულ გარემოში მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ელექტრომონტიორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე