ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობის ოპერატორი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 11 ივნისი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა", აცხადებს ვაკანსიას, ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობის ოპერატორის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ენერგეტიკა;
ანაზღაურება: 700-დან 1500 ლარამდე დარიცხული ხელფასი (პროფესიული უნარების და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად);
მდებარეობა: ქ. თბილისი.

მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით;

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში;

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** ბუნებრივ აირზე მომუშავე დანადგარების და მოწყობილობების - ორთქლის, წყალ გამაცხელებელი ქვაბების, სადნობი, თერმული, საწრთობი და საშრობი ღუმელების გაზის მეურნეობის მომსახურებაში მონაწილეობის მიღება;
** გამათბობლების და საყოფაცხოვრებო გაზქურების მომსახურება;
** გაზის გამანაწილებელი და მარეგულირებელი პუნქტების მოწყობილობების - ურდულები, ფილტრები, რედუქტორები და სხვა, მომსახურება და მათ შეკეთებაში მონაწილეობის მიღება;
** გაზის ონკანების გაპოხვა, მილების გაქრევა და შემოწმება ჰერმეტულობაზე;
** გაზის მილების გასაყვანად და დაზიანებების აღმოსაჩენად მიწის სამუშაოების შესრულება;
** საყოფაცხოვრებო გაზქურების და გამათბობლების სარემონტო სამუშაოების შესრულება;
** გაზის გაშვება ქსელში და ქსელზე გაზის მომხმარებელი დანადგარების მიერთება.

უნდა იცოდეს:

** ბუნებრივ აირზე მომუშავე დანადგარების მოწყობისა და ტექნიკური ექსპლუატაციის წესები;
** ქსელში გაზის გაშვების წესები;
** გაზის დანადგარების და მოწყობილობების მონტაჟის წესები;
** გაზის კომუნიკაციებთან მიერთების წესები;
** გაზის მილგაყვანილობის და კომუნიკაციების სქემები;
** გაზის დაბალი წნევის მაგისტრალზე საავარიო - სარემონტო სამუშაოების ჩატარების წესები;
** საზომი და საკონტროლო მოწყობილობების დანიშნულება;
** გაზგაყვანილობის გაქრევის და ჰერმეტულობაზე შემოწმების წესები;
** დროებითი შემოვლითი მილგაყვანილობის მოწყობა ავარიის ადგილებზე;
** ბუნებრივი აირის აფეთქების მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი;
** უსაფრთხოების წესები გაზის მეურნეობაში;
** წნევაზე მომუშავე ჭურჭლების მოწყობის და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესები;
** უსაფრთხოების ტექნიკის წესები ელექტრო მეურნეობაში;
** პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესები;
** ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების წესები;
** საწარმოო სანიტარიის და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესები.

სამუშაოს მაგალითები:

** გაზის მილების გასაყვანად და დაზიანებების აღმოსაჩენად მიწის სამუშაოების შესრულება;
** საყოფაცხოვრებო გაზის ქურების, გაზით წყლის გამათბობლების და სხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების მოწყობილობების მიერთება გაზის ქსელზე;
** გაზისჩამკეტ - მარეგულირებელი მოწყობილობების (ვენტილები, ურდულები, ფილტრები და სხვა) რემონტი (გაპოხვა, შუასადებების გამოცვლა, გრაფიტით გაჟღენთილი ჩობალის გამოცვლა, მიხეხვა და სხვა);
** მილების შედუღების ადგილების გაწმენდა, და შემოწმება საპნის ხსნარით;
** გაზის ფილტრების გამოცვლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია პროფესიული განათლება;
** უნდა ჰქონდეს შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება.

უნარები:

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაცია;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;
** სტრესულ გარემოში მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობის ოპერატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე