მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: ბეთლაივი
გამოქვეყნდა: 09 მაისი / ბოლო ვადა: 09 ივნისი
კომპანია "ბეთლაივის" მარკეტინგის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

"ბეთლაივი" არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.

შესასრულებელი ამოცანები:

** მომხმარებელთა ბაზების დამუშავება და ანალიზი;
** მომხმარებლებთან კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება;
** CRM სისტემის სტრატეგიის შემუშავება, ტექნიკური საშუალებების დანერგვა;
** მარკეტინგისა და პროდუქტების დეპარტამენტებთან ერთად სხვადასხვა აქციის დაგეგმვა და შედეგების უკუკავშირი.
** CRM აქტივობების მუდმივი მონიტორინგი, ოპტიმიზაცია.
** სხვადასხვა აქციის შედეგების მართვა და რაპორტების ფორმირება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** Microsoft პროგრამების ცოდნა;
** გუნდთან მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** ხუთი სამუშაო დღე კვირაში
** სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ.
** ადგილმდებარეობა: თბილისი.

კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:

** ბონუსი
** კორპორატიული დაზღვევა
** უფასო კვება
** უფასო პარკინგი
** პროფესიული ზრდა/განვითარება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy@betlive.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე