სარელეო დაცვის და ავტომატიკის ჯგუფის ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სარელეო დაცვის და ავტომატიკის ჯგუფის ინჟინერი
მომწოდებელი: გარდაბნის თბოსადგური 2
გამოქვეყნდა: 26 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
შპს "გარდაბნის თბოსადგური 2" აცხადებს ვაკანსიას სარელეო დაცვის და ავტომატიკის ჯგუფის ინჟინრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: გარდაბანი (ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია ორგანიზაციის მიერ (თბილისი-გარდაბანი-თბილისი).

კანდიდატის მიმართ მოთხოვნები: 

** ინგლისური ენის ცოდნა პროფესიულ დონეზე.
** ელექტრო ტექნიკის საფუძვლების ცოდნა.
** უსაფრთხოების ტექნიკის წესების ცოდნა ელექტრო დანადგარების ექსპლუატაციისას ელ.უსაფრთხოების არა ნაკლებ IV ჯგუფის მოცულობით.
** ელექტრო სადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების ცოდნა.
** ელექტრო დანადგარების მოწყობის წესების ცოდნა.
** ელექტრული ქსელების სარელეო დაცვის და ელექტროავტომატიკის ტექნიკური მომსახურების წესების ცოდნა.
** ელექტრო დანადგარებში გამოყენებული დამცავი საშუალებების გამოყენებისა და გამოცდის წესების ცოდნა.
** სარელეო დაცვის და ავტომატიკის საშუალებების სქემების, მუშაობის პრინციპების, ნორმალური და დასაშვები რეჟიმების ცოდნა.
** ელექტროსადგურის პირველად მოწყობილობების ცოდნა.
** პირველადი და მეორადი კომუტაციის სქემატური ნახაზების წაკითხვის უნარი.
** ციფრული დაცვის რელეებთან და ავტომატიკის მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება (ტექნიკური მომსახურება, მუშაობის შემოწმება, დანაყენების შეცვლა, ლოგიკების ცვლილება, ავარიული ჩანაწერების ამოღება)
** სარელეო დაცვის უნივერსალური ტესტირების მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება.
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.
** ავარიული შემთხვევების გარჩევა.
** გაუმართაობების მიზეზის დადგენა და პრევენციული ღონისძიებების გატარება.

ფუნქცია-მოვალეობები: 

** ელექტრო საამქროზე მიმაგრებული მოწყობილობების საიმედო, უავარიო და ეკონომიური მუშაობის, ტექნიკურად გამართული და უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა.
** სარელეო დაცვის და ავტომატიკის საშუალებებით ელექტროდანადგარების აღჭურვის და ექსპლუატაციის უზრუნველყოფა
** სარელეო დაცვის და ავტომატიკის საშუალებების დანაყენების გაანგარიშება და მათი შეთანხმება შესაბამის სამსახურებთან.
** სარელეო დაცვის და ავტომატიკის საშუალებების აღრიცხვის და ანალიზის წარმოება. მათი შესაბამისობა ნორმატიულ დოკუმეტაციის მოთხოვნებთან.
** ყოველთვიურ და წლიურ სამუშაო გეგმების შედგენაში მონაწილეობის მიღება და მათი შესრულების უზრუნველყოფა.
** კონტროლი შეკეთებისათვის გამოყოფილი მასალებისა და მარაგნაწილების სწორ ხარჯვაზე.
** დაქვემდებარებული პერსონალის მიერ უსაფრთხოების ტექნიკის, ტექნიკური ექსპლუატაციის, სახანძრო უსაფრთხოების წესების, საწარმოო და თანამდებობრივი ინსტრუქციების მოთხოვნათა შესრულებაზე კონტროლის განხორციელება.
** საბუთების და დოკუმენტაციის წარმოება. 
** საჭიროების შემთხვევაში, საწარმოო ინტერესებიდან გამომდინარე, გენერალური დირექტორის, ან ტექნიკური დირექტორის, ან ელექტრო საამქროს უფროსის მოთხოვნით სხვა სამუშაოების შესრულება უსაფრთხოების ტექნიკის წესების, ტექნიკური ექსპლუატაციის წესების, სახანძრო უსაფრთხოების წესების, საწარმოო ინსტრუქციების მოთხოვნების დაცვის პირობებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

** უმაღლესი განათლება - ტექნიკური (ელექტრო ენერგეტიკული განხრით)
** მსგავს სფეროში მუშაობის არა ნაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.

აუცილებელი უნარები: 

** სტრესის მიმართ გამძლეობა
** დისციპლინირებულება
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** რაციონალური გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი
** ინსტრუქციების პროცედურების დაცვის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@tpp.ge არაუგვიანეს 2020 წლის 10 აპრილისა. გთხოვთ საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

შენიშვნა: 

დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას. 
გთხოვთ არ შემოიტანოთ აპლიკაცია, თუ თქვენი განათლება და კვალიფიკაცია არ აკმაყოფილებს ზემოთ მოცემულ საკვალიფიკაციო და საგანმანათლებო მოთხოვნებს.  
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე