ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი
მომწოდებელი: საბა
გამოქვეყნდა: 26 მარტი / ბოლო ვადა: 20 აპრილი
სამშენებლო კომპანია "საბა" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო აღწერილობა:

** ხარჯთაღრიცხვების ექსპერტიზა და აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება.
** პროექტების საფუძველზე ობიექტის სამშენებლოსამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა ლოკალურ რესურსული მეთოდით მოქმედი ნორმატიული აქტებით და აგრეთვე მიმდინარე საბაზრო ფასებით.
** სამშენებლო საინჟინრო ნახაზების საფუძველზე მასალათა სპეციფიკაციების შემოწმება.
** შესრულებული სამუშაოების მოცულობის და მასალების რაოდენობის განსაზღვრა;
** დეფექტური აქტების შედგენა.
** ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება.
** კომპეტენციის ფარგლებში, კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office), განსაკუთრებით Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა
** უპირატესობად ჩაითვლება AutoCAD-ში და ARCHICAD-ში მუშაობის გამოცდილება
** უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური ენის ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
** პასუხისმგებლობა და დისციპლინირებულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** საქმის ორგანიზების უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@sabagroup.org არაუგვიანეს 20 აპრილისა , სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე