ემერჯენსის რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ემერჯენსის რეგისტრატორი
მომწოდებელი: ევექსის ჰოსპიტლები
გამოქვეყნდა: 25 მარტი / ბოლო ვადა: 08 აპრილი
"ევექსის ჰოსპიტლები" აცხადებს ემერჯენსის რეგისტრატორის ვაკანსიას თელავი.

"ევექსის ჰოსპიტლები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თელავის რეფერალური ჰოსპიტალი, სეხნიაშვილის 1.
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მე-4 დღეს.

ძირითადი მოვალეობები:

** გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოსული პაციენტების რეგისტრაცია ყველა წესის დაცვით;
** პაციენტების და ვიზიტორების მომსახურება კომპანიის კორპორატიული სერვისის სტანდარტების დაცვით;
** პაციენტების და ვიზიტორების მომსახურება კომპანიის კორპორატიული სერვისის სტანდარტების დაცვით;
** ბილინგის პროგრამულ უზრუნველყოფაში სამედიცინო შემთხვევების კორექტული და სრულყოფილი ჩანაწერების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია სამედიცინო მიმართულებით, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციული/დოკუმენტწარმოების კუთხით;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში;
** სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 8 აპრილი, 2020 წ.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/emerjensis-registratori---telavi/441

"ევექსის ჰოსპიტლები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე PDP_Officer@evex.ge და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე