კონკურსი ხილის/ბოსტნეულის სადემონსტრაციო ნაკვეთების შესახებ
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონკურსი ხილის/ბოსტნეულის სადემონსტრაციო ნაკვეთების შესახებ
მომწოდებელი: სასოფლო საკონსულტაციო სამსახური
გამოქვეყნდა: 25 მარტი / ბოლო ვადა: 24 აპრილი
თანდართული ფაილი: 263059_tender_8262776.zip
განაცხადების მოთხოვნა ხილისა და ბოსტნეულის სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობის შესახებ .

შპს "სასოფლო საკონსულტაციო სამსახური" პროექტი Zrda-ს ფინანსური მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს ბოსტნეულის, კენკრის და ხილის სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობის მიზნით Zrda პროექტის სამიზნე თემებში (იხ.დანართი 2). კონკურსის საფუძველზე შეირჩევა ფერმერები ზრდა პროექტის სამიზნე თემებიდან, რომლებიც დაინტერესებული არიან მოაწყონ 0.1 - 1.0-ჰექტრამდე ხეხილოვანი, კენკროვანი და ბოსტნეული (გარდა კარტოფილისა) კულტურების სადემონსტრაციო ნაკვეთები, სადაც წარმოდგენილი იქნება წარმოების ინტენსიური ტექნოლოგიები: ჩითილის წარმოება, ირიგაციის და ფერტიგაციის თანამედროვე სისტემები, მავნებლების მართვის ინტეგრირებული მეთოდები, სარეველების კონტროლი და სხვა. შესაძლებელია, ფერმერმა მოაწყოს 1 ჰა-ზე მეტი ფართის სადემონსტრაციო ნაკვეთი სურვილისამებრ. ასეთ შემთხვევაში, პროექტი თანამონაწილეობას გაწევს მხოლოდ 1 ჰა-ზე.

განაცხადის წარდგენა უნდა მოხდეს არა უგვიანეს 2020 წლის 24 აპრილისა (17:00 საათი) შპს "სასოფლო საკონსუტაციო სამსახური"-ს ოფისში ქ. ახალციხე, ახალქალაქის გზატკეცილი

ან გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: info@ras.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე