კონკურსი სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონკურსი სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობაზე
მომწოდებელი: აგროჯავახეთი
გამოქვეყნდა: 25 მარტი / ბოლო ვადა: 23 აპრილი
თანდართული ფაილი: 263058_agri_tender_6473535.zip
განაცხადების მოთხოვნა ხილისა და ბოსტნეულის სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობის შესახებ #001

განაცხადების ჩაბარების ბოლო ვადა: 23 აპრილი, 2020 (17:00სთ)

შპს "აგროჯავახეთი" პროექტი Zrda-ს ფინანსური მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს ბოსტნეულის, კენკრის და ხილის სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობის მიზნით Zrda პროექტის სამიზნე თემებში (იხ.დანართი 2). კონკურსის საფუძველზე შეირჩევა ფერმერები ზრდა პროექტის სამიზნე თემებიდან, რომლებიც დაინტერესებული არიან მოაწყონ 0.1 - 1.0-ჰექტრამდე ხეხილოვანი, კენკროვანი და ბოსტნეული (გარდა კარტოფილისა) კულტურების სადემონსტრაციო ნაკვეთები, სადაც წარმოდგენილი იქნება წარმოების ინტენსიური ტექნოლოგიები: ჩითილის წარმოება, ირიგაციის და ფერტიგაციის თანამედროვე სისტემები, მავნებლების მართვის ინტეგრირებული მეთოდები, სარეველების კონტროლი და სხვა. შესაძლებელია, ფერმერმა მოაწყოს 1 ჰა-ზე მეტი ფართის სადემონსტრაციო ნაკვეთი სურვილისამებრ. ასეთ შემთხვევაში, პროექტი თანამონაწილეობას გაწევს მხოლოდ 1 ჰა-ზე.

თანამონაწილეობის პრინციპით დაფინანსდება წვეთოვანი სარწყავი სისტემების, ფერტიგაციის სისტემების, საჩითილე კასეტების, მულჩის ფირის, საჩრდილობელი ბადის, საყრდენი სისტემების ღირებულების არაუმეტეს 70% (მაქსიმალური დაფინანსება არაუმეტეს 6000 ლარი), შესაბამისად ბენეფიციარის ფულადი თანამონაწილეობამ უნდა შეადგინოს მოთხოვნილი მასალების ღირებულების არანაკლებ 30%.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: სამიზნე თემებში მცხოვრებ ფერმერებს, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან როგორც გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებად ან ინდივიდუალურ მეწარმეებად, და რომლებსაც აქვთ სურვილი თანამონაწილეობის პრინციპით მოაწყონ ბოსტნეულის სადემონსტრაციო მეურნეობა. ფერმერის მხრიდან თანამონაწილეობა გულისხმობს როგორც შრომით თანამონაწილეობას, ასევე ფულად თანამონაწილეობას ზემოთ აღნიშნული სუბსიდირების სქემების ფერმერის წილის დაფინანსებისათვის და იმ ყველა სხვა ხარჯების დასაფარად, რაც საჭირო იქნება პროდუქციის წარმოებისათვის.

კონკურსთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე გთხოვთ დაუკავშირდეთ
შპს აგროჯავახეთს:

მობილური ტელეფონის საშუალებით: 592 430587
ელექტრონული ფოსტის საშუალებით: armen_igor@yahoo.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე