მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე
მომწოდებელი: გასტრონომი
გამოქვეყნდა: 25 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
გურმე მაღაზია "გასტრონომი" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
** პროცედურის სრული დაცვით სალაროს ოპერაციების წარმოება;
** სალარო აპარატთან და საბანკო ტერმინალთან მუშაობა;
** სალაროში მიღებული ნაღდი ფულის სწორი დათვლა და კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში კონსულტანტების დახმარება სხვადასხვა საოპერაციო საკითხში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

საშუალო განათლება (სასურველია უმაღლესი განათლება);
აუცილებელია გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
სასურველია, 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
სასურველია, ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** კარგი ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი;
** ინფორმაციის საინტერესოდ და სრულად წარდგენის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში პროდუქტიული მუშაობის უნარი.

ანაზღაურება : ფიქსირებული + ბონუსი
მაღაზია მდებარეობს: ვაკე, ჭავჭავაძის გამზ.49 დ

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@gastronome.ge 2020 წლის 10 აპრილამდე. სათაურში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვბთ წარმატებებს!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე