ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: მასტერ ფუდი
გამოქვეყნდა: 25 მარტი / ბოლო ვადა: 25 აპრილი
შპს "მასტერ ფუდი" წარმოადგენს სწრაფი კვების ობიექტების ქსელს, რომელიც ბაზარზე "Shaurma Club"-ის სახელით არის ცნობილი.

თბილისის მასშტაბით წარმოდგენილია ხუთი ასეთი ობიექტი - გლდანი (ვეკუას ქ. 14), გლდანი (ქერჩის და ვასაძის კვეთა), ვარკეთილი (ჯავახეთის ქ. 2), საბურთალო (ჭაბუკიანის ქ. 6ა) და თამარ მეფის გამზ. 13.

შპს "მასტერ ფუდი" აცხადებს ქოლ-ცენტრის ოპერატორის ვაკანსიას.

სამუშაო გრაფიკი: დღის ცვლა (10:00-18:30), საღამოს ცვლა (18:30-01:30)
ერთი დღე დასვენება. ღამე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.

ძირითადი მოვალეობები:

** ქოლ-ცენტრში შემოსული ზარების მომსახურება;
** მომხმარებლისგან შეკვეთების მიღება;
** მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართულ ენაზე დახვეწილი მეტყველების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის უნარი საბაზისო დონეზე;
** მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე: hr.shaurmaclub@gmail.com და გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე