პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 25 მარტი / ბოლო ვადა: 05 აპრილი
"კრედო ბანკი" 20 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს 11 რეგიონში, 72 ფილიალით არის წარმოდგენილი.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ახალ კრედოელებს ვთავაზობთ პროფესიონალ გუნდთან ერთად, მეგობრულ სამუშაო გარემოში განვითარების შესაძლებლობას და ბენეფიტებს:

** დაზღვევა;
** ტრენინგები;
** მასტერკლასები;
** ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა - სავარჯიშო დარბაზის/საცურაო აუზის დაფინანსება;
** კორპორატიული ღონისძიებები.

გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს პროექტების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში, სათაო ოფისში.

სამუშაო პოზიციის მიზანი: პროექტების მენეჯერი მონაწილეობას იღებს პროექტების დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტების მიზნებისა და სარგებლის განსაზღვრა;
** პროექტების ვადების დადგენა, გუნდის და რესურსის ფორმირება;
** პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა;
** პროექტის მსველობის შუალედური შედეგების განხილვა;
** პროექტის მსვლელობისას დროის, ხარჯებისა და სამუშაოს შესრულების მონიტორინგი;
** დაგეგმილი პროექტის სისრულეში მოყვანა და სამუშაოს პროცესში დანერგვა;

ცოდნა:

** პროექტის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საბანკო/ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით, პროექტების მენეჯმენტის საფუძვლების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS office; MS project, WBS;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

უნარები:

** დროის მართვისა და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
** როგორც წერითი ისე ვერბალური კომუნიკაციის მაღალი დონის უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მოტივირებული, კრეატიული;
** გამოსავლის, ალტერნატიული გზების ძიების უნარი;
** სიახლის ათვისების უნარი;
** პუნქტუალური, სწრაფი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სივი შემდეგ მისამართზე: cv@credo.ge; წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "პროექტის მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე