საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: შარმ ტრეიდინგი
გამოქვეყნდა: 25 მარტი / ბოლო ვადა: 25 აპრილი
"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუციას საქართველოსა და სომხეთში (Rexona, Axe, Clear, Domestos, Lipton, Calve, Algida, Persil, Perwoll, Palette, Gliss Kur, Syoss, Fa, Selpak, Colgate, Freken Bok, Tchibo, Libero, Libresse, Carlsberg, Friso და სხვა)

ჩვენ გვჭირდება ნიჭიერი, ერთგული, ენთუზიაზმით სავსე, ენერგიული, შრომისმოყვარე კადრები, რომლებსაც მოსწონთ და იზიარებენ გუნდური მუშაობის პრინციპს, სურთ განავითარონ თავიანთი კარიერა და ჩამოყალიბდნენ მაღალი დონის პროფესიონალებად.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: www.sharm.ge

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
ხელზე ასაღები ხელფასი: 500-800 ლარი (სტაჟის გათვალისწინებით)

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება და დასაწყობება შესაბამისი სტანდარტების მიხედვით
** პროდუქციის აგროვება შეკვეთების მიხედვით
** პროდუქციის საწყობიდან გაცემა შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე
** საწყობის პერიოდულ აღწერებში მონაწილეობის მიღება
** დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების წარმოება.

საჭირო უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას. ჩვენი თანამშრომლები უზრუნველყოფილნი არიან ჯანმრთელობის დაზღვევით და სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ყველა დამატებითი რესურსით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@sharmtrading.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის თანამშრომელი".

სადისტრიბუციო კომპანია "შარმ ტრეიდინგ"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "შარმ ტრეიდინგ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე