ონლაინ სასწავლო კურსი - პოლიტიკური ეკონომიკის საფუძვლები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ონლაინ სასწავლო კურსი - პოლიტიკური ეკონომიკის საფუძვლები
მომწოდებელი: Platforma.ge
გამოქვეყნდა: 25 მარტი / ბოლო ვადა: 20 აპრილი
"პლატფორმა სოციალური დიალოგისთვის" (http://platforma.ge) პროექტის "სადისკუსიო პლატფორმა პოლიტიკური ეკონომიკის საკითხებისთვის" აცხადებს მიღებას ონლაინ სასწავლო კურსზე "პოლიტიკური ეკონომიკის საფუძვლები და საქართველო გლობალურ სისტემაში".

კურსი ხორციელდება "ფრიდრიხ ებერტის ფონდის" მხარდაჭერით.
კურსზე რეგისტრაცია და მასში მონაწილეობა უფასოა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

პოლიტიკურ-ეკონომიკური ანალიზი არა მარტო ფართო სურათს ხატავს, არამედ იგი საშუალებას გვაძლევს ერთმანეთთან დავაკავშიროთ ადგილობრივი და გლობალური პროცესები და დავაკვირდეთ ძალაუფლების გადანაწილებას სახელმწიფოს შიგნით თუ გლობალურ ასპარეზზე. სწორედ ამიტომ, კურსის მთავარი მიზანია გააცნოს აპლიკანტებს პოლიტიკური ეკონომიკა, როგორც აკადემიური დისციპლინა და აჩვენოს მისი საჭიროება სხვადასხვა სფეროს პოლიტიკის ანალიზსა თუ შემუშავებაში.

კურსი სამ ნაწილად იყოფა: პოლიტიკური ეკონომიკის იდეების ისტორია მეთექვსმეტე საუკუნიდან მეორე მსოფლიო ომამდე, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გლობალური წყობის კონტურები და საქართველოს თანამედროვე გამოწვევები.

პირველი ნაწილი კურსის მონაწილეებს წარმოდგენას შეუქმნის პოლიტიკური ეკონომიკის, როგორც აკადემიური დისციპლინის საფუძვლებსა და თეორიულ მრავალფეროვნებაზე. იდეების ისტორიის თითოეული ლექციის მიზანია ერთმანეთთან დააკავშიროს კაპიტალიზმის განვითარების საფეხურები, მოცემული დროის ისტორიული კონტექსტი და იმ დროის წამყვანი პოლიტ. ეკონომისტების ნააზრევი.

მეორე ნაწილი თანამედროვე გლობალური ბაზრის, მონეტარული და ფინანსური იერარქიების ჩამოყალიბების ანალიზს ეთმობა და ისეთ საკითხებს განიხილავს, როგორიცაა გლობალიზაცია, ნეოლიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, ფინანსიალიზაცია. ასევე, ხაზი ესმება ძალაუფლების უთანასწორო გადანაწილებას განვითარებულ და ე.წ. განვითარებად ქვეყნებს შორის და ყურადღება ეთმობა განვითარების სხვადასხვა მიდგომებს.

მესამე ნაწილი უშუალოდ საქართველოს ეთმობა, დამოუკიდებლობიდან დღემდე. აქ განხილულია როგორც პოსტ-საბჭოთა ტრანზიციის ზოგადი საკითხები, ასევე, საქართველოს გამოცდილება სახელმწიფოს მშენებლობის თუ ბაზრის შექმნის პროცესში და თანამედროვე სოციო-ეკონომიკურ გამოწვევები. აღნიშნული საკითხების ანალიზი დაკავშირებულია კურსის პირველ ნაწილში განხილულ თეორიებთან და მეორე ნაწილში წარმოდგენილ გლობალური წყობის კონტექსტთან.

კურსი ასევე მოიცავს ციფრულ სემინარებს Zoom-ის პროგრამის დახმარებით, სადაც მონაწილეებს საშუალება ექნებათ კურსის ავტორებს მიმართონ შეკითხვებით და მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

კურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია http://Moodle.platforma.ge-ის ვებ-გვერდიდან. რეგისტრაცია და კურსში მონაწილეობა უფასოა.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 20 აპრილი, 2020 წელი.
კურსი დაიწყება 13 აპრილიდან.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ info@platforma.ge, ან დაგვიკავშირდით: +995 599 12 22 71.

პროექტის მხარდამჭერია "ფრიდრიხ ებერტის ფონდი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე