საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 25 მარტი / ბოლო ვადა: 25 აპრილი
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-6 კილომეტრი (საქალაქო სასამართლოს უკან).
ანაზღაურება: 550-600 ლარი (პლუს ბონუსი)

ძირითადი ფუნქციები:

** პროდუქციის მიღება, დასაწყობება;
** სადისტრიბუციოდ მომზადებული საქონლის რეალური რაოდენობის აღრიცხვა და შეკვეთის ფურცელზე დადასტურება;
** პროდუქციის განთავსება მიზნობრივად განსაზღვრულ სივრცეში;
** პროდუქციის შეფუთვა სტანდარტის/ინსტრუქციის შესაბამისად.

პიროვნული მახასიათებლები:

** ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული
** აკურატული
** პუნქტუალური
** დისციპლინირებული
** კეთილსინდისიერი
** ემოციური სტაბილური/გაწონასწორებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 598 087 007, 595 122 079

ამ მობრძანდეთ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41 და ადგილზე შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა

ან თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე: HR1@orinabiji.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის თანამშრომელი".

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე