საწარმოს დამხმარე სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწარმოს დამხმარე სპეციალისტი
მომწოდებელი: გრინვილი
გამოქვეყნდა: 24 მარტი / ბოლო ვადა: 15 აპრილი
საწარმო "გრინვილი" დაარსდა 2016 წელს და წარმოადგენს რძის პროდუქტების ქართულ საწარმოს, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია უმაღლესი ხარისხის კარაქის, სპრედის, მარგარინისა და ყველის წარმოება.

"გრინვილი" აცხადებს ვაკანსია საწარმოს დამხმარე სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის ჩამოსხმა, შეფუთვა, ეტიკეტირება;
** შესყიდული ნედლეულის მიღება;
** ნედლეულის მოთავსება დანადგარში;
** შეფუთული პროდუქციის დასაწყობება;
** ინგრედიენტების დოზირების შემოწმება, მომზადება;
** დანადგარების ჰიგიენური დასუფთავების პროცესში მონაწილება;
** კომპანიის საწარმოო სტანდარტების და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი: 20-დან 45 წლამდე;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება წარმოებაში.

ანაზღაურება: 550 ლარი (ნეტი) და გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ საბონუსე სისტემა;
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.
მდებარეობა: ქ. თბილისი, ვარკეთილი, ლორთქიფანიძის 13გ.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@wi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 15 აპრილი, 2020 წელი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე