აგრო დაზღვევის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აგრო დაზღვევის კოორდინატორი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 24 მარტი / ბოლო ვადა: 05 აპრილი
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას აგრო დაზღვევის კოორდინატორის პოზიციაზე შემდეგ ქალაქებში: გორი, წალკა, ნინოწმინდა.

ძირითადი მოვალეობები:

** რეგიონებში აგრო დაზღვევის პროდუქტების რეალიზება: პოტენციური კლიენტების მოძიება, შეხვედრების ორგაბინება და სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება;
** აგრო აგენტების და უფროსი აგრო აგენტების გუნდის მართვა: სამუშაოს გადანაწილება, დასახული გეგმების შესრულების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** გაყიდვების პროცესის შესახებ ყოველდღიური ანგარიშის მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მნიშვნელოვანია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების და კლიენტებთან ურთიერთობის მიმართულებით;
** მნიშვნელოვანია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია საკუთარი ავტომობილის და მართვის მოწმობის B კატეგორიის ქონა.

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** ენერგიულობა და სისხარტე;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV 2020 წლის 5 აპრილის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე hr@aldagi.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება აგრო დაზღვევის კოორდინატორი და ქალაქი, სადაც გსურთ სამუშაოს დაწყება.

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე