ონლაინ სასწავლო კურსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ონლაინ სასწავლო კურსი
მომწოდებელი: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 24 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
თანდართული ფაილი: 263012_details_9477144.zip
დაიწყო განაცხადების მიღება ონლაინ სასწავლო კურსებზე

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ონლაინ სწავლება პრიორიტეტული არის მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, ამიტომ, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი შესაძლებლობას გაძლევთ სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ ახალი ცოდნა და უნარები. სასწავლო კურსები არის დისტანციური და ყველა აქტივობა: ლექციები, დისკუსიები, დავალებები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი და მონაწილეს თავად შეუძლია დროის გადანაწილება.

განაცხადები მიიღება შემდეგ სასწავლო კურსებზე:

** შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვა;
** საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია;
** სოციალური კვლევის მეთოდები.

ონლაინ კურსების საშუალებით მონაწილეები შეძლებენ მიიღონ ცოდნა ისეთ საკითხებზე როგორიც არის: პროექტის მართვის თანამედროვე ტენდენციები, სისტემური ცვლილების განხორციელება; საზოგადოებრივი კომუნიკაციის არსი და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები; სოციალური კვლევის ტიპები და მეთოდები, კვლევის დიზაინის დაგეგმვა და განხორციელება. ჩვენი მიზანია მონაწილეებმა მიიღონ ცოდნა, რომელსაც თავიანთ საქმიანობაში გამოიყენებენ, შესაბამისად კურსები არის ინფორმატიული და პრაქტიკულ ცოდნაზე ორიენტირებული.

კურსებზე სწავლა არის უფასო, ხოლო დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

კურსებზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეთა შერჩევა ხდება მათი მოტივაციის და საქმიანობის მიხედვით. მონაწილეები, რომლებიც ჩაირიცხებიან კურსებზე, ადმინისტრაცია მეილზე მიაწოდებს დამატებით ინფორმაციას სასწავლო პროცესის და განრიგის შესახებ.

აპლიკაციის შესავსებად იხილეთ ლინკი: https://forms.gle/rcVjcRNgT2qNaeUy9

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 10 აპრილი, 2020 წელი

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 598 74 35 12.

საკონტაქტო პირი: თათა ბოჭორიშვილი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე