ფილიალის მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: ჭი-ტა
გამოქვეყნდა: 24 მარტი / ბოლო ვადა: 24 აპრილი
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და გუნდურ მუშაობას.

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის ასისტენტის თანამდებობაზე რუსთავში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** უცხო ენების (რუსული და ინგლისური) ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი (სავალდებულოა);
** მომსახურების პრინციპების ცოდნა;
** გაყიდვების პრინციპების ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიის პერსონალის მუშაობის კონტროლი;
** დადგენილი რეჟიმით მაღაზიის მუშაობის უზრუნველყოფა.
** მაღაზიაში არსებული ტექნიკისა და მუშაობისათვის საჭირო სხვადასხვა მოწყობილობების გამართულობის კონტროლი და მათი გაუმართაობის აღმოფხვრის ორგანიზება.
** დადგენილი პერიოდულობით საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარმოება და წარდგენა ხელმძღვანელი პირის წინაშე.
** საჭიროების შემთხვევაში მაღაზიის ნებისმიერი თანამშრომლის მოვალეობის შესრულება;
** მომხმარებლისათვის აქციებისა და სერვისების შეთავაზების კონტროლი.

კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას.
სტაჟის მატებასთან ერთად გათვალისწინებულია სარგებლის ზრდა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: hr@chita.ge - ვაკანტური პოზიციის დასახელების მითითებით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე