მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 23 მარტი / ბოლო ვადა: 03 აპრილი
სს "კრედო ბანკი" წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. კომპანიის მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება და გაფართოება, მიკრო სესხების გაცემის გზით. კრედო სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომელბს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

თანამდებობა: მოლარე
სამუშაო ადგილი: ცაგერი

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტი;
** საპენსიო დაზღვევა;
** პროფესიული ტრენინგები;

ძირითადი პასუხისმგებლობა:

** ფულადი შენატანების მიღება ორგანიზაციის კლიენტებისგან;
** სასესხო თანხების გაცემა ორგანიზაციის მსესხებლებზე;
** ფულადი გადარიცხვების მიღება;
** ფულადი გასავლების/შენატანების პროგრამულად ავტორიზაცია;
** საინკასაციო თანხების ზუსტი აღრიცხვა;
** ფულადი ნიშნების ჯეროვნად შემოწმება;
** ყოველი დღის ბოლოს სალაროში არსებული ფულის დათვლა და შედარება პროგრამულ მაჩვენებლებთან;
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა;
** კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება;
** ახალი კლიენტების მოზიდვა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მინიმუმ 3-წლიანი საბანკო გამოცდილება მოლარის / მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე;
** ბაკალავრის ხარისხი ფინანსების განხრით ან სხვა მსგავს სფეროში;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა, კლიენტების თავაზიანად მომსახურება;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება და პროფესიული ეთიკა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

თუ დაგაინტერესეთ და გაქვს შენი თავის იმედი გამოაგზავნე შენი სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge და წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანტური პოზიციის დასახელება - მოლარე ცაგერში.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2020 წლის 3 აპრილი.

#გახდიკრედოელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე