ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: Homemarket
გამოქვეყნდა: 23 მარტი / ბოლო ვადა: 30 მარტი
სახლის ინოვაციური ელექტრონული მაღაზია "Homemarket" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 10-დან 19 სთ-მდე.
ანაზღაურება: 600 ლარი
გამოსაცდელი ვადა: ერთი თვე, ანაზღაურებადი, ხელფასის 70%-ის ოდენობით

"Homemarket" ეს არის სახლის ინოვაციური ელექტრონული მაღაზია, რომელიც მომხმარებელს ემსახურება უკონტაქტოდ, სრულად საკუთარი ინფრასტრუქტურით.

მოვალეობები:

** მომხმარებლის მომსახურება კომპანიის დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** მომხმარებლის საჭიროების დადგენა და მისი ინტერესების მიხედვით შესაბამისი მომსახურების გაწევა;
** სერვის ცენტრის ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა, შეკვეთების მიღება კომპანიის დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** პირველადი სატელეფონო კონსულტაციის გაწევა-ნივთის გამოყენების წესებთან დაკავშირებით
** აბონენტის მოწყობილობების აღრიცხვა და მათი დანიშნულებისამებრ კონტროლის მონიტორინგი
** ერთჯერადი ღონისძიებების განხორციელება და დამატებითი ფუნქციების შეთავსება მიღებული დავალებების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 20-32 წელი
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა სრულყოფილად;
** სასურველია შესაბამის ან მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 თვიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური
** დეტალებზე ორიენტირებული
** სხარტი აზროვნება
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი
** დამოუკიდებლად და ასევე გუნდთან ერთად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობა მოვალეობის დროულ და ხარისხიან შესრულებაზე.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV (ფოტოსურათთან ერთად), შემდეგ მისამართზე: linnovation2018@gmail.com

გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 მარტი, 2020 წელი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე