რეგისტრატორი, დარბაზის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგისტრატორი, დარბაზის მენეჯერი
მომწოდებელი: ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრი
გამოქვეყნდა: 20 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
ს.ს. "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. რეგისტრატორი

ძირითადი მოთხოვნები:

სავალდებულოა:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება ან უმაღლესი განათლება ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით;
** ჯანდაცვის პორტალთან მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

სასურველია: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** აწარმოოს გეგმიური სტაციონარული ან ამბულატორიული სამედიცინო ბარათები წესების სრული დაცვით;
** შეამოწმოს პორტალზე პაციენტის დაზღვევა;
** აწარმოოს საჭიროებისამებრ პაციენტების აღრიცხვა სხვა არსებულ აუცილებელ ფაილებში;
** დღის მანძილზე პროგრამულად გატარებული პაციენტების შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში გადატანა;
** ავადმყოფობის ისტორიაში გააკეთოს პაციენტის მიერ თანხის გადახდის შესაბამისი აღნიშვნა;
** ფულადი სახსრების მიღების, გაცემის, აღრიცხვისა და შენახვის ოპერაციების განხორციელება დადგენილი წესის სრული დაცვით.

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

2. დარბაზის მენეჯერი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ჯანდაცვის ადმინისტრირების, ჯანდაცვის მენეჯმენტის ან სამედიცინო მიმართულებით.
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** კლინიკაში შემოსული პაციენტის, პაციენტის თანმხლები პირის, ვიზიტორის შემოსვლისთანავე ყურადღების ცენტრში მოქცევა და დახმარების შეთავაზება.
** პაციენტის, პაციენტის თანმხლები პირის, ვიზიტორის კვლევისთვის/კონსულტაციისთვის საჭირო კაბინეტის მდებარეობის მისწავლება/მიცილება.

პიროვნული თვისებები:

** თავაზიანობა,
** კომუნიკაბელურობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

სამუშაო განაკვეთი: სრული.
სამუშაო ადგილი: თბილისი, კ. ჩაჩავას 7.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელ. ფოსტაზე: Vacancy.Surgery@aversi.com არაუგვიანეს 2020 წლის 10 აპრილისა. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.kirurgia.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე