მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: ელ დი სი
გამოქვეყნდა: 20 მარტი / ბოლო ვადა: 15 აპრილი
სადისტრიბუციო კომპანია "ელ დი სი" ახორციელებს საერთაშორისო ბრენდის "ROSHEN" -ის პროდუქციის დისტრიბუციას დასავლეთ საქართველოში.

კომპანია "ელ დი სი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ექსპედიტორის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

სამუშაო ადგილი: ქ.ბათუმი, გაგარინის #5
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

მოვალეობები:

** კომპანიის ავტომანქანით სავაჭრო ობიექტებისთვის შეკვეთების მიწოდება და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება.
** პროდუქციის უვნებლად და დაუზიანებლად ტრანსპორტირება;
** ტრანსპორტირებისას პროდუქციის სანიტარულ- ჰიგიენური ნორმების დაცვა
** ობიექტიდან პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში საქონლის სწორად მითვლა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება.
** ობიექტიდან დაბრუნებული პროდუქციის საწყობისთვის სწორად მითვლა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მანქანის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია მართვის მოწმობა B, C კატეგორია.
** განათლება: საშუალო/პროფესიული

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (cv) ფოტოსურათით შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ldcvacancy@gfs.ge
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 15 აპრილი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე