ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: დეუს ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 20 მარტი / ბოლო ვადა: 20 აპრილი
"დეუს ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

ფუნქცია -მოვალეობები:

** ჰოლდინგში შემავალი სამი კომპანიისთვის სხვადასხვა კადრის აყვანა.
** პერსონალის შერჩევის პროცესის დაგეგმვა და განხორციელება;
** პერსონალთან შრომითი ურთიერთობების გაფორმება;
** საკადრო ბრძანებების/დოკუმენტაციის მომზადება (დანიშვნა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება, სამუშაო აღწერილობა);
** საჭიროების შემთხვევაში დასაქმების ფორუმებზე მონაწილეობის მიღება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელი მოთხოვნაა მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** ​საოფისე პროგრამების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

სამუშაო განაკვეთი: სრული.
ანაზღაურება: 1200 ლარი

გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით (CV) ელ. მისამართზე: hr@deusholding.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე