ელექტრომრიცხველების ექსპლუატაციის ელექტრომონტიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრომრიცხველების ექსპლუატაციის ელექტრომონტიორი
მომწოდებელი: თელასი
გამოქვეყნდა: 20 მარტი / ბოლო ვადა: 20 აპრილი
სააქციო საზოგადოება "თელასი" აცხადებს საბუთების მიღებას დროებითი სამუშაოს შესრულებაზე, ენერგოგასაღების სამსახურის ბიზნეს ცენტრში, ელექტროენერგიის აღრიცხვის მოწყობილობათა კონტროლისა და მომსახურების ჯგუფის ელექტრომრიცხველების ექსპლუატაციის მე-4 თანრიგის ელექტრომონტიორის თანამდებობაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** დიპლომი პროფესიული ტექნიკური განათლების შესახებ.
** უსაფრთხოების წესების დაცვის მე-3 საკვალიფიკაციო ჯგუფის მოწმობა.
** მუშაობა კომპიუტერთან გამოცდილი მომხმარებლის დონეზე;
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

თანამდებობრივი მოვალეობები:

** აღრიცხვის კვანძების, ძალოვანი კაბელების, გამანაწილებელი კარადებისა და მრიცხველთა კარადების მომსახურება.
** აღრიცხვის მოწყობილობების მიერთების პირობების, მდგომარეობისა და ხელსაწყოების მუშაობის სისტემატიური კონტროლი.
** გაუმართავი ცალფაზა ელექტრომრიცხველების შეცვლა.
** მოწყობილობის მუშაობაში ან აღრიცხვის წრედებში არსებულ დარღვევების, აღურიცხავი ელექტროენერგიის გამოყენებისა და თვითნებური მიერთების ფაქტების გამოვლენა.
** საზოგადოების ქსელში გახარჯულ მასალებზე სამუშაო განაწესის წარმოება.
** ელექტროენერგიით აღურიცხავად სარგებლობის შემთხვევების დოკუმენტაციის წარმოება (ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) და შესაბამისი გაანგარიშებების განხორციელება.
** ყოველდღიურად შესაბამის უბანზე სამუშაოს შესრულების დროს და აბონენტებთან უშუალო ურთიერთობისას, არაიდენტიფიცირებულ აბონენტთა მონაცემების გამოვლენა და ინფორმაციის ასახვა სპეციალურ შესავსებ ფორმებში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტაზე: vakansia@telasi.ge 2020 წლის 25 მარტის ჩათვლით, აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ თანამდებობა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე