მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: menu.ge
გამოქვეყნდა: 20 მარტი / ბოლო ვადა: 20 აპრილი
კომპანია "menu.ge" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის განვითარებისა და გაძლიერებისთვის სტრატეგიული გეგმების შემუშავება დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
** ბრენდის ცნობადობის გაზრდის მიზნით ღონისძიებების და სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება;
** არსებული და პოტენციური მომხმარებლების ანალიზი;
** კომპანიის პროდუქციის მარკეტინგული ანალიზი;
** კომუნიკაციის არხების განახლება და განვითარება;
** მედია საშუალებებთან, სარეკლამო კომპანიებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობა;
** კომპანიის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებაში ჩართულობა;
** მარკეტინგული აქტივობებისთვის საჭირო პრეზენტაციების მომზადება;
** მიმდინარე მარკეტინგული ტრენდების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;
** საჭირო ინვენტარის დაბრენდვა;
** შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება;
** რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელი პირის წინაშე მიღწეული პროგრესის, ცვლილებების, კლიენტთან დაკავშირებული პრობლემების და/ან სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ;
** მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების შემუშავება, მენეჯმენტისთვის წარდგენა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
** სოციალური მედიის მონიტორინგი;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** გამოცდილება Digital Marketing-ში.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა (აუცილებელია).

ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@menu.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მარკეტინგის მენეჯერი".

კომპანია "menu.ge" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე