დაცვის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: საქართველოს ფოსტა
გამოქვეყნდა: 20 მარტი / ბოლო ვადა: 20 აპრილი
თანდართული ფაილი: 254234_gpost_app_6259236.zip
შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის თანამდებობაზე.

ანაზღაურება - 450 ლარი
სამუშაო განრიგი - სამ დღეში ერთხელ დილის 10.00-დან მეორე დილის 10.00-მდე

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტის დაცვა და წესრიგის უზრუნველყოფა;
** ობიექტის მატერიალური ფასეულობების გატანა-შემოტანის მონიტორინგი;
** ობიექტზე წესრიგის დაცვა;
** საშვის რეჟიმის დაცვა, ვიზიტორთა შესვლის/გასვლის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე (დაცვის სამსახური) 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახური.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** პრობლემის გადაწყვეტის უნარი (თავის კომპეტენციის ფარგლებში);
** სტრესის მართვის უნარი.

კანდიდატთა შერჩევა: კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და სტაჟირებას.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დაცვის თანამშრომელი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე