ქოლ-ცენტრის ოპერატორი - რეზერვი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი - რეზერვი
მომწოდებელი: საქართველოს ფოსტა
გამოქვეყნდა: 20 მარტი / ბოლო ვადა: 19 აპრილი
თანდართული ფაილი: 262880_gpost_app_form_4183282.zip
შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის (რეზერვი) პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ქოლ-ცენტრში შემოსული ზარების მომსახურება/გადამისამართება;
** მომხმარებლისთვის საინფორმაციო, საკონსულტაციო და გზავნილის საძიებო მომსახურების გაწევა;
** მომხმარებლისაგან შეკვეთის მიღება საფოსტო მომსახურების გარკვეული სახეობების განხორციელებაზე და მისი გადაცემა დანიშნულებისამებრ;
** მომხმარებლის სატელეფონო მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ნებისმიერი მიმართულებით)
** 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას.
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

ძირითადი უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** გამართულად მეტყველება;
** გუნდური მუშაობა;
** პროგრამაში, მონაცემთა ბაზებში სწრაფად მუშაობის უნარი.

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:

** ჯგუფური გასაუბრება
** ინდივიდუალური გასაუბრება
** ტესტირება
** სტაჟირება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ქოლ-ცენტრის ოპერატორი (რეზერვი)".

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 19.04.2020.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე