ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი
მომწოდებელი: OneSoft
გამოქვეყნდა: 20 მარტი / ბოლო ვადა: 20 აპრილი
კომპანია "OneSoft" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის (Software QA Manager) პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

კომპანია "OneSoft" წარმოადგენს 1C-ის მაღალხარისხიანი ERP სისტემების პროვაიდერს საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე.

კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ბიზნეს-პროცესების სისტემატიზებული მართვის განვითარებას, ხოლო მიზანი - 1C-ის პლატფორმაზე არსებული უახლესი პროგრამული სისტემების ხელმისაწვდომის ზრდა და საქართველოში ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებაა.

დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.onesoft.ge

სამუშაოს მოკლე აღწერა:

** პროგრამის ფუნქციონალთან დაკავშირებული მოთხოვნების შესწავლა და ანალიზი.
** პროგრამის შემოწმებისთვის სცენარების მომზადება.
** პროგრამის ფუნქციონალის ტესტირება და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.
** სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზების იდენტიფიცირება, აღწერა, დეველოპერთან გადამისამართება.
** შესწორებების ხელახალი ტესტირება.
** პროგრამირების და ტესტირების დასრულების შემდეგ ფუნქციონალის აღწერის მომზადება.
** ტესტირების პრაქტიკის შემუშავება და პროცესის მართვა.
** შესრულებულ სამუშაოებზე რეპორტების მომზადება.
** ფუნქციონალის ეტაპობრივი გაუმჯობესების პროცესში აქტიური მონაწილეობა.
** პროგრამის ფუნქციონალთან დაკავშირებული ტექნიკური მხარდაჭერა.
** ფუნქციონალის განახლებული შესაძლებლობების შესახებ შესაბამისი აღწერის მომზადება.
** Test case-ების დაგეგმვა და შესრულება.

პოზიციისთვის საჭირო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ბიზნესის ადმინისტრირების, ინფორმაციული მეცნიერებების მიმართულებით
** კარგი ანალიტიკური და კომპიუტერული უნარები
** უპირატესობად ჩაითვლება ბუღალტრული, საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა
** უპირატესობად ჩაითვლება 1C სტანდარტული კონფიგურაციების ცოდნა და სამუშაო გამოცდილება
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** აქტიურობა და მიზანმიმართულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** არასტანდარტულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, დავით გამრეკელის 2, "აქსისის ბიზნეს ცენტრი"
** სამუშაო საათები: სრული სამუშაო განაკვეთი - 09:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი.
** ანაზღაურება: 1000 ₾-დან, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: info@1soft.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითეთ: "Software QA Manager".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე