ტერმინალების მომსახურების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტერმინალების მომსახურების სპეციალისტი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 19 მარტი / ბოლო ვადა: 19 აპრილი
სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს. კომპანია ფლობს ელექტრონულ საფულეს http://www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებს. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300 - ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე და ხარისხი კომპანიის მთავარი ღირებულებებია.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას ტერმინალების მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: მცხეთა-მთიანეთი

პოზიციის მიზანი: ქსელში არსებული ტერმინალების ტექნიკური მომსახურება.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** ქსელში არსებული ტერმინალების გამართულად, შეფერხების გარეშე მუშაობის უზრუნველყოფა;
** მათი სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება;
** ტერმინალის გამართულად მუშაობის მონიტორინგი, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დიაგნოსტიკა და მისი დროულად აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
** ტერმინალის პროგრამული უზრუნველყოფა: სისტემის გამართვა, დრაივერების დაყენება, სისტემის ინსტალაცია;
** ტერმინალების ქსელში განთავსება, დაბრუნება და შეცვლა.

სავალდებულო საკვალიფიკაციო და სხვა მოთხოვნები:

** კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება;
** ვინდოუსის და ლინუქსის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ავტომობილის ფლობა;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია;
** უძრავი ქონებით უზრუნველყოფა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს ორგანიზება;
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@oppa.ge. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე