ხარისხის მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: სამედიცინო ცენტრი
გამოქვეყნდა: 19 მარტი / ბოლო ვადა: 19 აპრილი
სამედიცინო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სამედიცინო ცენტრში ISO 9001:2015 და ISO 15189:2012-ს მოთხოვნების შესაბამისად, ხარისხის მენეჯმენტის სისტემით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლი;
** ხელმძღვანელობს ცენტრში მოქმედ და ხარისხის მენეჯმენტის დოკუმენტაციის გადახედვას, განახლებასა და საჭიროების შემთხვევაში ახალი დოკუმენტაციის შემუშავებას;
** ორგანიზებას უკეთებს ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ანალიზს, კომპანიის მიზნების და სამომავლო გეგმების დასახვას მენეჯმენტთან ერთად.
** უზრუნველყოფს ცენტრის ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სრულყოფისათვის აუცილებელი ღონისძიებების შემუშავებას, ხარისხის კონტროლის სისტემების დანერგვას;
** ხარისხის მენეჯმენტის დოკუმენტაციის მართვის პროცედურის კონტროლი;
** მომხმარებლების კმაყოფილებისა და საჩივრების შეჯამება, ტენდენციების გამოვლენა და გაუმჯობესების გზების დასახვა;
** საანგარიშო წლის ბოლოს მენეჯმენტის ანალიზის მომზადება და დირექციასთან წარდგენა;
** ხელმძღვანელობს, როგორც ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტის შედეგად, ასევე ყოველდღიურ საქმიანობაში გამოვლენილი შეუსაბამობების მართვის სამუშაოებს.
** წარუდგენს უმაღლეს ხელმძღვანელობას გადაწყვეტილებას ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი რესურსების გამოყოფის თაობაზე, ასევე პერსონალის მომზადებაზე ხარისხის მენეჯმენტის საკითხებში;
** კვლევებში, პროგრამებში, ტრენინგებსა და კონფერენციებში მონაწილეობის მიღება;
** ჩართულობა საერთაშორისო სტანდარტების და კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად ფუნქციონირებისთვის საჭირო ღონისძიებებში;
** მომზადება აუდიტისა და სხვა შემოწმების დროს ცენტრის კომპეტენტურობის დასამტკიცებლად;
** კონტროლის შედეგად გამოვლენილ მოვლენებზე პერიოდული ანგარიშების მომზადება, შესაბამისი რეაგირებებისა და პრევენციული ღონისძიებების გატარება;
** სხვადასხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი;
** მოქნილობა და ოპერატიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელფოსტის მისამართზე: sophio.nmc@gmail.com, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე