ვიდეო სამეთვალყურეო განყოფილების უფროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეო სამეთვალყურეო განყოფილების უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა
გამოქვეყნდა: 19 მარტი / ბოლო ვადა: 05 აპრილი
სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (სსე) აცხადებს კონკურსს ვაკანსიაზე: ვიდეო სამეთვალყურეო და დაშვების სისტემების განყოფილების უფროსი სპეციალისტი.

სამუშაოს აღწერა: სსე-ს კუთვნილ ობიექტებზე ვიდეო სამეთვალყურეო და დაშვების სისტემების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

მოთხოვნები კანდიდატისადმი:

** დაშვების სისტემის კონტროლის ბაზის ადმინისტრირება.
** დაშვების სისტემაში ახალი მომხმარებლისთვის დაშვების მინიჭება, არსებული მომხმარებლების პრობლემების მოგვარება, სამსახურიდან წასული პირებისთვის წვდომის გაუქმება.
** ​ტურნიკეტის სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სამუშაოების ჩატარება.
** სსე-ს სათაო ოფისში და მის კუთვნილ რეგიონალურ სამსახურებში არსებული ვიდეო კამერების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
** ​სსე-ს სათაო ოფისში და მის კუთვნილ რეგიონალურ სამსახურებში ვიდეო მონიტორინგის სისტემისთვის გაწყობილი სამუშაო ადგილის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფა.ვიდეო მონიტორინგის და დაშვების სისტემებისთვის (პროგრამულ და აპარატურულ დონეზე) აუცილებელი ცვლილებების უზრუნველყოფა.
** ვიდეო სამეთვალყურეო სერვერების ადმინისტრირება/გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
** ვიდეო მონიტორინგის სისტემის ყოველდღიური შემოწმება და რეპორტი.

კვალიფიკაცია, გამოცდილება:

სავალდებულოა:

** უმაღლესი განათლება
** ინგლისური ენის ცოდნა.
** ვიდეოკამერების ინსტალაციის და ტექნიკური მხარდაჭერის გამოცდილება.

სასურველია:

** ოპერაციული სისტემების Windows, Windows Server, საოფისე და სხვა ორგანიზაციული საკითხებისათვის აუცილებელი პროგრამების ცოდნა.
** Milestone System - თან და დაშვების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
საკონკურსო პირობები: გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, 2020 წლის 05 აპრილამდე გამოაგზავნოთ მხოლოდ ქართულ ენაზე შედგენილი რეზიუმე (CV-(ფოტოსურათით)) შესაბამისი ვაკანსიის დასახელების მითითებით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.gse@gse.com.ge ან მოგვაწოდოთ მისამართზე: ქ. თბილისი, ნ. ბარათაშვილის ქ. #2.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე