ტექნიკური მენეჯერი/ინსპექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მენეჯერი/ინსპექტორი
მომწოდებელი: ექსპერტიზა
გამოქვეყნდა: 19 მარტი / ბოლო ვადა: 19 აპრილი
შპს "ექსპერტიზა" -ს A ტიპის ინსპექტირების ორგანო აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის/ინსპექტორის შემდეგ პოზიციებზე:

1. ელ. მომარაგება და სუსტი დენების პროექტის სპეციალისტი;
2. წყალმომარაგება, კანალიზაცია, წყალანირების პროექტის სპეციალისტი;
3. გათბობა, გაგრილება, ვენტილაციის პროექტის სპეციალისტი.



საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება, შესაბამისი სფეროს მიხედვით 
აუცილებელი კომპეტენცია
** ანალოგიური ტიპის სამუშაოების განხორციელების (პროექტირება) 10 წლიანი გამოცდილება;

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** უპირატესობად ჩაითვლება: ARCHICAD ან AUTOCAD მუშაობის გამოცდილება. 



პიროვნული უნარები:



** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

** კომპეტენტურობა

** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა

** დროის მართვის უნარები

** კარგი კომუნიკაციური უნარები



სამუშაო განაკვეთი: შეთავსებით


გთხოვთ, რეზიუმეს თან დაურთოთ ფოტო-სურათი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი(დიპლომი) . ასევე ნებისმიერი სხვა დოკუმენტი (სიგელი, რეკომენდაციის წერილი და სხვა.)



გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@exp.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე