საინჟინრო-ტექნიკური სისტემების ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საინჟინრო-ტექნიკური სისტემების ინჟინერი
მომწოდებელი: თბილღვინო
გამოქვეყნდა: 19 მარტი / ბოლო ვადა: 19 აპრილი
კომპანია "თბილღვინო" ქართული ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციასაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ, აფასებენ და ენდობიან.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას საინჟინრო-ტექნიკური სისტემების ინჟინრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სარაჯიშვილის 2
სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის საინჟინრო-ტექნიკური სისტემების მონიტორინგის მიზნით საჭირო სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება;
** არსებული შენობა-ნაგებობებისა და დანადგარების მდგომარეობის შემოწმება მათ გაუმართაობასთან დაკავშირებული მოსალოდნელი საფრთხეების იდენტიფიცირების მიზნით;
** კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე, მეურნეობაში გეგმიური და დაუგეგმავი ვიზიტების განხორციელება, საინჟინრო-ტექნიკური კუთხით უსაფრთხოების შემოწმების მიზნით;
** კომპანიის საინჟინრო-ტექნიკური სისტემებში მოსალოდნელი საფრთხეების და რისკების იდენტიფიცირების მიზნით საჭირო წინასწარი კონტროლის სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება;
** ვიდეო კამერებისა და სიგნალიზაციის გამართული მუშაობის კონტროლი და პრობლემების აღმოფხვრა;
** გათბობისა და კონდიცირების სისტემების გამართულობის მონიტორინგი და გამოვლენილ პრობლემებზე შესაბამისი რეაგირება;
** სამაცივრე სისტემების გამართულობის მონიტორინგი და გამოვლენილ პრობლემებზე შესაბამისი რეაგირება;
** კომპანიის რკინიგზის ჩიხის წესრიგში ყოფნის კონტროლი.
** რთველის პერიოდში ე.წ. რთველის რეჟიმში მუშაობა, კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, როგორც თბილისის ქარხანაში, ისე ყვარლის რაიონში პირველად ქარხანაში.
** სამუშაოების ორგანიზება და შესრულება ISO მოთხოვნების დაცვით.
** უსაფრთხოების ტენიკის დაცვა ISO-ს მოთხოვნების შესაბამისად.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება (პროფესია ინჟინერი (უპირატესობა: მექანიკოსი / ელექტრიკოსი)
** ანალოგიურ თანამდებობაზე მუშაობის მინ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია სასმელების / კვების მრეწველობის სფეროში);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პრიორიტეტების სწორად დასახვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** საკუთარი ავტომობილი და მართვის მოწმობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** ღირებულებებზე დაფუძნებულ, ძლიერ კორპორატიულ კულტურაში მუშაობის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** სხვა დამატებით ბენეფიტებს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 5 აპრილის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@tbilvino.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე