არქიტექტორი-ურბანისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არქიტექტორი-ურბანისტი
მომწოდებელი: ბი-ემ-ეს გრუპი
გამოქვეყნდა: 19 მარტი / ბოლო ვადა: 19 აპრილი
"ბი ემ ეს გრუპი" წარმოადგენს საინვესტიციო-დეველოპერულ კომპანიას, რომელიც აერთიანებს დამფუძნებელთა მრავალმხრივ გამოცდილებას უძრავი ქონების ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. კომპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს ქალაქის ისტორიული უნიკალურობის შენარჩუნებას, ამასთანავე, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას სამშენებლო სფეროში, რაც თანამედროვე ადამიანს სრულფასოვან გარემოს შეუქმნის ყოველდღიური ცხოვრებისა თუ საქმიანობისთვის.

ამ ეტაპზე კომპანია აცხადებს ვაკანსიას - არქიტექტორი-ურბანისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** ბაკალავრის დიპლომი არქიტექტურის განხრით (ურბანისტიკის მაგისტრს მიენიჭება უპირატესობა)
** პრაქტიკული გამოცდილება მინიმუმ 2 წელი
** სამშენებლო კანონმდებლობის ცოდნა

ძირითადი მოვალეობა: განაშენიანების რეგულირების გეგმების შექმნა.

** სამუშაო პირობები: ხელფასი განისაზღვრება გამოცდილებიდან გამომდინარე, ორშაბათი-პარასკევი / 11:00-19:00 სთ-მდე

წარმოსადგენი დოკუმენტაცია: სივი და პორტფოლიო

იმ შემთხვევაში თუ მზად ხართ თანამშრომლობისთვის თქვენი CV გადმოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@bmsgroup.ge და Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ "არქიტექტორი-ურბანისტი" .
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე