სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ევროპული ფარმაცევტული კომპანია
გამოქვეყნდა: 19 მარტი / ბოლო ვადა: 19 აპრილი
ევროპული ფარმაცევტული კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისსა და რეგიონებში (ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი).

სამუშაო განაკვეთი: სრული, 9:30-დან 18:00-მდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

სამუშაო აღწერილობა:

** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებში, აფთიაქებში.
** პრეზენტაციების, მრგვალი მაგიდების, კონფერენციების მომზადება, ორგანიზება, ჩატარება.
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი
** საპრომოციო აქტივობების, ღონისძიებების მოფიქრება, დამუშავება, დანერგვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (სასურველია მედიცინის, პედიატრიული ან სამკურნალო ფაკულტეტი)
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
** სამედიცინო წარმომადგენლად, მარკეტინგში ან გაყიდვების სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, მაგრამ აუცილებელია არ არის.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა, პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
** ორგანიზებულობა სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობა
** პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი, კრეატიულობა.

პირობები:

** საგამოცდო პერიოდი: 3 თვე.
** საწყისი ანაზღაურება: კონკურენტული.
** საგამოცდო პერიოდის შემდეგ: ზრდადი ანაზღაურება, ყოველთვიური და კვარტლური პრემიალური სისტემა დამოკიდებული იქნება გაყიდვების შედეგებზე.
** სოციალური პაკეტი (სატელეფონო, სატრანსპორტო ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, შემდეგ ელ-ფოსტაზე: LLine@mail.com 19 აპრილამდე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე