დოკუმენტაციის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დოკუმენტაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: Marpro Logistics Georgia
გამოქვეყნდა: 19 მარტი / ბოლო ვადა: 19 აპრილი
საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია - შპს "მარპრო ლოჯისტიკს ჯორჯია", რომელსაც აქვს ოფისები თურქეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში, აცხადებს ვაკანსიას დოკუმენტაციის სპეციალისტის პოზიციაზე, ბათუმის ახლად შექმნილი ფილიალისათვის.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ექსპორტის/იმპორტის/ტრანზიტის საბაჟო პროცედურის ცოდნა
** სახმელეთო, საზღვაო (კონტეინერის), სარკინიგზო გადაზიდვის პროცედურისა და დოკუმენტაციის ცოდნა
** CMR, RWB, BL, TIR მომზადების უნარი
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, სასურველია სატრანსპორტო კომპანიაში
** ქართული ენის ცოდნა, ასევე რუსული ან ინგლისური ენის.
** Microsoft Excel-ის, Word-ის ცოდნა
** მართვის მოწმობის კატეგორია B, აქტიური მართვის გამოცდილება.

მოვალეობები:

** სატრანსპორტო დოკუმენტების მომზადება, როგორიცაა CMR, BL, RWB
** საკონტეინერო ხაზებთან, რკინიგზასთან და საბაჟოებთან ოპერატიული კავშირის შენარჩუნება
** ტრანსპორტირებული საქონლის ექსპორტის, იმპორტის, ტრანზიტული საბაჟო პროცედურების განხორციელება
** ფოთის და ბათუმის პორტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV თურქულ ან ინგლისურ ენაზე, ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: info.poti@marprologistics.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე