ტენდერი სასტუმროს მომსახურებაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი სასტუმროს მომსახურებაზე
მომწოდებელი: ახალგაზრდული სახლი
გამოქვეყნდა: 18 მარტი / ბოლო ვადა: 18 აპრილი
ა(ა)იპ ახალგაზრდული სახლი იწვევს ქუთაისში, წყალტუბოში, გურიაში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ანაკლიაში, მესტიაში, ლენტეხში, ქვემო სვანეთში, ამბროლაურში, ონში, საჩხერეში , ჭიათურაში, ბორჯომში, ახალქალაში, ნინოწმინდაში, ბოლნისში, დედოფლისწყაროში, ყვარელში, თელავში, ყაზბეგში, გუდაურში, გორში განლაგებულ სასტუმროებს წინასწარი კვალიფიკაციის და შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად.

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია:

** კომპანიის შესახებ ინფორმაცია დადგენილი ფორმატის მიხედვით (მომწოდებლის რეგისტრაციის ფორმა);
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
** ხელმოწერილი ქცევის კოდექსის და წესების გაცნობის დასტური
** ინფორმაცია სასტუმროში არსებული ნომრების შესახებ ფოტოების ჩათვლით.
** შემოთავაზებული ფასების ცხრილი და ინფორმაცია კომპანიის შესახებ (უმჯობესია თანდართულის მიხედვით.)

სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს შემდეგი:

** სტუმრების განთავსება სასტუმროში პროექტის მიმდინარეობის პროცესში, პროექტი სრულდება 2020 წლის 30 ივლისს
** ნომრების სისუფთავე;
** სანიტარული წერტილებისა და კონდიცირების სისტემების გამართული მუშაობა;
** სველ წერტილებში ცხელი წყალი;
** საკონფერენციო დარბაზით მომსახურება, წლის ნებისმიერ დროს;
** საკონფერენციო დარბაზის აღჭურვა პრეზენტაციის ჩასატარებლად საჭირო აპარატურით (პროექტორი, პროექტორის ეკრანი, შესაბამისი საკანცელარიო მასალა) ** სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა;

საკვალიფიკაციო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

** მომსახურების ფასი;
** განაცხადების ტექნიკური შესაბამისობა;
პროექტი ხორციელება 1იანვრიდან 30 ივლისამდე, სასტუმროს არჩევის შემთხვევაში მოხდება მათთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება.

გთხოვთ შევსებული ფორმები გადმოაგზავნოთ: georgiayouthhouse@gmail.com

განმარტებებისთვის მიმართეთ
ა(ა)იპ ახალგაზრდული სახლი
სიმონ ჩიქოვანის #14
ტელ:595456006
ელ.ფოსტა: georgiayouthhouse@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე