გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: აგრიმატკო ჯორჯია
გამოქვეყნდა: 18 მარტი / ბოლო ვადა: 18 აპრილი
კომპანია "AGRIMATCO GEORGIA" საქართველოს ბაზარზე ფუნქციონირებს 2010 წლიდან. კომპანიის საქმიანობის სფერო მოიცავს პესტიციდების, სასუქების, სათესლე მასალის და საბაღე ინსტრუმენტების ქვეყნის მასშტაბით ოპერირებადი სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტებისთვის და ფერმერებისათვის მიწოდებას.

AGRIMATCO GEORGIA აცხადებს ვაკანსიას აგრარულ სფეროში გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** რეალიზაციის წერტილების მიხედვით ყოველკვირეული სტატისტიკური ანალიზის ჩატარება;
** არსებული და პოტენციური პარტნიორების საკონტაქტო ბაზის შექმნა/განახლება, ახალი კლიენტების მოძიება და შეთავაზების წარმოება;
** ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული ასორტიმენტის, ფასის შესაბამისი პროდუქციის კომპანიისთვის მომგებიანად ქსელში წარმოდგენის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის შეთანხმებული პლანოგრამისა და უწყვეტობის გარანტირების მიზნით შეკვეთების ინიცირება, შეკვეთების ანალიზი
** კლიენტებისგან მიღებული შეკვეთების გადამისამართება დამუშავება, მიწოდების განრიგის კონტროლი;
** კომპანიის ახალი ასორტიმენტის ქსელში სწორად და ეფექტურად დანერგვის უზრუნველყოფა;
** კომპანიის მიერ წინასწარ დადგენილი მარკეტინგული კალენდარის შესაბამისად, ქსელებში მარკეტინგული აქტივობების განხორციელება, მონიტორინგი;
** პროდუქციის ქსელიდან დაბრუნების მიზეზების იდენტიფიცირება, კომპანიისთვის მაქსიმალურად მომგებიანი შედეგის უზრუნველყოფა აღნიშნული მიმართულებით, უკან დაბრუნებული პოზიციების კონტროლი/დადასტურება;
** ბაზრის რეგულარული კვლევა და შედეგების დამუშავება ფასთან, ხარისხთან და ასორტიმენტთან მიმართებაში
** შესყიდვების დეპარტამენთან კომუნიკაციის გზით საწყობის ნაშთების კონტროლი;
** მერჩენდაიზერების გრაფიკის გადანაწილება და კონტროლი;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება აგრარულ სფეროში;
** აგრარულ სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
** Office პროგრამების ცოდნა;
** მართვის მოწმობა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.(სასურველია)

დამატებითი პიროვნული უნარები:

** პრეზენტაბელურობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** დროის დაგეგმვისა და პრიორიტეტების დასახვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სიახლეებისადმი სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა.

სამუშაო განაკვეთი: 10:00 - 18:00 (5 დღე)

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე giorgi.kharebava@agrimatco-eu.com და სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება გაყიდვების მენეჯერი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე