შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ამწე ჯგუფი
გამოქვეყნდა: 18 მარტი / ბოლო ვადა: 18 აპრილი
კომპანია "ამწე" (Amtse.ge) უზრუნველყოფს, როგორც კოშკურა ამწეების, ასევე ბეტონის დანადგარების, საგზაო დანადგარების და ექსკავატორების იმპორტს და მათი გაყიდვების შემდგომ სერვისს.

კომპანია "ამწე" (Amtse Group) აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მეორადი დანადგარების მოძიება;
** მეორადი დანადგარის შესამოწმებლად ნებისმიერ საჭირო ქვეყანაში გამგზავრება;
** მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება და შენარჩუნება;
** შესასყიდი პროდუქტის ხარისხის კონტროლი;
** შესყიდვების და ლოგისტიკის პროცესის ეფექტურად დაგეგმვა და კონტროლი;
** მენეჯმენტისთვის პერიოდულად ანგარიშგების წარდგენა წარმოებულ შესყიდვებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია ტექნიკის შესყიდვებში მინიმალური სამუშაო გამოცდილება;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და/ან რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია თურქული ენის ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემების ანალიზისა და გადაჭრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნოთ CV მისამართზე: recruitment@hrcollie.com არაუგვიანეს 2020 წლის 16 აპრილისა. გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე