მტვირთავი საწყობში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მტვირთავი საწყობში
მომწოდებელი: ფუდსერვისი
გამოქვეყნდა: 18 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
კვების პროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი" საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და ახორციელებს ისეთი საერთაშორისო ბრენდების, როგორიცაა "Danone"-ს, "Sadia"-ს და ასევე საკუთარი ბრენდის - "Supremo"-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას კვების პროდუქტების საწყობში მტვირთავის პოზიციაზე, როგორც დღის ცვლაში, ასევე ღამის ცვლაში.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ორხევის დასახლება, თ. ჩანტლაძის #40
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება დღის ცვლაში 550 ლარი
ანაზღაურება ღამის ცვლაში 700 ლარი

მოვალეობები:

** სატვირთო მანქანების დაცლა/დატვირთვა;
** საწყობში შეკვეთების მომზადება.

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა,
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge და გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 10 აპრილი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე