UX/UI დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: UX/UI დიზაინერი
მომწოდებელი: My.ge
გამოქვეყნდა: 18 მარტი / ბოლო ვადა: 18 აპრილი
კომპანია "My.ge", რომელიც ქართულ ინტერნეტ ბაზარზე წარმოდგენილია შემდეგი ქვებრენდებით: Myauto, Mymarket , Myhome, Myparts, Myjobs, Myshop გუნდისთვის ეძებს UX/UI დიზაინერს.

მზად ხარ გამოწვევებისთვის?! თუ გინდა გახდე კომპან იის ნაწილი, რომელიც 16 წელია ქართულ ბაზარზე არსებობს და განიცდის ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებებს არსებობის ისტორიაში, მაშინ გამოაგზავნე შენი რეზიუმე და შემოუერთი ჩვენს გუნდს.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი;
ანაზღაურება: 2500 ლარიდან;
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით;
სამუშაო დღის დასაწყისი: 10:00-დან 19:00 საათამდე;
სამუშაო დღის ხანგრძლივობა: 8 საათი+1 საათი დასვენება;
შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2დღე)+ 6 day off წელიწადში.

ფუნქციები და მოვალეობები:

** კვლევების ორგანიზება, ჩატარება და ინფორმაციის დამუშავება;
** შეაგროვოს და დაამუშაოს ყველა ის ინფორმაცია, რაც დაკავშირებული იქნება მომხარებლის მოთხოვნებთან და საჭიროებებთან;
** მომხმარებლის კვლევისა და ტესტირების გამოყენებით ხელი შეუწყოს პროდუქტის განვითარებასა და ხელმისაწვდომობას.
** მოახდინოს UX პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების შემუშავება (მაგ. ინტერფეისისი აღქმადობა / გამოყენებადობა);
** შეასრულოს დიზაინის UX ნაწილი და მოამზადოს UI დიზაინის დასაწყებად;
** შეასრულოს დიზაინის პირველადი მონახაზები wireframes;
** შექმნას დიზაინის საბოლოო ვიზუალები და პროტოტიპები;
** შექმნას Style guide შემდგონში დეველოპმენტის პროცესების სწროდ წარმართვისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** UX კვლევების და მოხმარებლის ქცევაზე დაკვირვების გამოცდილება;
** პირველადი ვერსიებთან მუშაობის გამოცდილება (wireframes);
** კომპონენტების საერთო სტილების შექმნის გამოცდილება (style guides);
** პროტოტიპების შექმნის გამოცდილება შესაბამისი ხელსაწყოების გამოყენებით (InVision ან marvelapp);
** ინტერფეისის სტრუქტურის შექმნაში გამოცდილება (user flows);
** UI დიზაინის დასახატად საჭორო პროგრამების ცოდნა მუშაობის გამოცდილება (მაგ: Sketch, Figma, XD, Photoshop);

პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:

** მომხმარებლის ინტერფეისის პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარი (მაგ: გამოყენებადობა, აღქმადობა).
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტური მართვა;
** გუნდურობა;
** პრობლემების ეფექტურად გადაწყვეტის მიღების უნარი;

ბენეფიტები, რომელსაც კომპანია სთავაზობს:

** დაგროვებითი პენსიის 4 % იფარება კომპანიის მხრიდან;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ფიტნეს აბონიმენტი;
** ინგლისური ენის უფასო სასწავლო კურსი(British Council Georgia);
** თავისუფალი სამუშაო გარემო და ახალი ხილი მთელი სამუშაო კვირის განმავლობაში;
** ონლაინ კურსები სხვადასხვა საერთაშორისო პლათფორმებზე;

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გინდათ, რომ იმუშაოთ ყველაზე ახალგაზრდულ, თავისუფალ და თანამშრომლებზე მორგებულ გარემოში მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@my.ge

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე