საწყობის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის სპეციალისტი
მომწოდებელი: სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი
გამოქვეყნდა: 18 მარტი / ბოლო ვადა: 18 აპრილი
შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს ალკოჰოლური და საკონსერვო პროდუქციის დისტრიბუციას საქართველოში.

შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე.

ფიქსირებული ანაზღაურება: 700 ლარი
სამუშაო გრაფიკი: 6 დღე მუშაობა, 1 დღე დასვენება

ფუნქცია-მოვალეობები:

პროდუქციის დათვლა და ნაშთების შედარება;
პროდუქციის დახარისხების, განლაგებისა და ვადების კონტროლი;
სადისტრიბუციო მანქანების დატვირთვა ზედნადებების მიხედვით;
საწყობის დალაგება;
უშუალო ხელმძღვანელის დავალებების დროული შესრულება.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** სისხარტე;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: hr@oldkakheti.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის სპეციალისტი".

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე