კლიენტთა მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლიენტთა მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: Bolt
გამოქვეყნდა: 18 მარტი / ბოლო ვადა: 18 აპრილი
ჩვენს შესახებ:

"Bolt" მსოფლიოში ერთ-ერთი სწრაფად მზარდი სტარტაპია, რომელსაც 30 მილიონამდე კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში. ჩვენ ვმუშაობთ სატრანსპორტო სფეროს მომავლის პლატფორმაზე, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალების გამოყენებას ქალაქში გადასაადგილებლად. "Bolt" აგებულია კონცეფციაზე, რომლის მიხედვითაც ტრანსპორტი უნდა იყოს სწრაფი მოხერხებული და ყველასთვის მისაწვდომი.

ჩვენ ვეძებთ ახალ წევრს კლიენტთა მხარდამჭერ გუნდში, რომელიც უზრუნველყოფს მგზავრებისა და პარტნიორი მძღოლების ხარისხიან მომსახურებას საქართველოში.

შემოგვიერთდი, თუ გაინტერესებს ტექნოლოგიები და ინოვაცია!

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული - კვირაში 44 საათი (მოქნილი გრაფიკი)

ძირითადი მოვალეობები:

** "Bolt"-ის მომხმარებლების მხარდაჭერა და დახმარება, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენონ "Bolt" აპლიკაცია
** ერთგული მომხმარებლების შენარჩუნება მათთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევითა და იმის ჩვენებით, რომ ჩვენ ნამდვილად ვზრუნავთ მათზე
** ცვლებში მუშაობა - ჩვენ ვცდილობთ მოქნილი გრაფიკით, დღის მაქსიმალურად ყველა შესაძლო მონაკვეთში დავეხმაროთ მომხმარებლებს
** თანამშრომლობა და იდეების გაზიარება, რათა ნაკლები სამუშაო დატვირთვით მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ კლიენტთა მხარდამჭერი გუნდის მუშაობის სისწრაფე და და ხარისხი
** მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა მხარდამჭერი გუნდის ფორმირებაში მზარდი სამუშაო გარემოსა და მუდმივი გამოწვევების პირობებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (სასურველია)
** მუშაობის 1 წლამდე გამოცდილება (სასურველია)
** გამორჩეული მომსახურების პრინციპების ცოდნა და მის უზრუნველსაყოფად მაქსიმალური ძალისხმევით მუშაობისთვის მზადყოფნა
** სხვების დახმარებისა და იმისთვის მზადყოფნა, რომ მომხმარებელი დააყენო პირველ ადგილზე
** მომხმარებლთა ძირითადი პრობლემების გაანალიზება მომსახურების გაუმჯობესების მიზნით
** ასერტიულობა და მიზანდასახულობა
** ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა, წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
** ინგლისური ენის ძალიან კარგად ცოდნა (მინ. B2 დონე აუცილებელია)
** ტექნოლოგიებისადმი ინტერესი და შრომისმოყვარეობა.

რას გთავაზობთ?

** მამოტივირებელ ანაზღაურებას
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს
** ძალიან კარგ გუნდს და სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** პროექტებზე მუშაობის და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას ევროპაში ერთ-ერთ სწრაფად მზარდ სტარტაპში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსეთ განაცხადი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე