მომსახურების მენეჯერი - რეზერვი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომსახურების მენეჯერი - რეზერვი
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 18 მარტი / ბოლო ვადა: 18 აპრილი
სს თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას მომსახურების მენეჯერის (სარეზერვო თანამშრომელი) თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: VC4561
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება
** განათლება: ბაკალავრი.

ენების ცოდნა:

** ინგლისური - საშუალო
** რუსული - საშუალო.

უნარები:

** აქტიურობა
** კომუნიკაბელურობა
** საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** დეტალებზე ფოკუსირება
** სისხარტე
** გაყიდვების უნარი.

სამუშაოს აღწერა:

** კლიენტის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
** ლიმიტის ფარგლებში ნაღდი ფულის შეტანის, გატანის, შემოწმებისა და ნაღდი კონვერტაციების ოპერაციების წარმოება;
** ლიმიტის ზემოთ თანხებზე შემოსავლისა და გასავლის ოპერაციების წარმოება;
** სწრაფი გზავნილების განაღდება;
** კლიენტისათვის განმარტებების მიცემა მათ ანგარიშებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ და ამონაწერის ფორმირება;
** პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
** იურიდიულ პირებზე სალარე და სავალუტო საფულე ჩეკის წიგნაკების გაცემის პროცედურების შესრულება; ფილიალში ინკასირებული თანხის დათვლასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება.
** ანაბრების ოპერაციების წარმოება;
** დაზიანებული ვალუტის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;
** ვალუტის ამოცნობის ოპერაციების წარმოება;
** სადაზღვევო პროდუქტების პირობების და სტანდარტების ზედმიწევნით ცოდნა;
** სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვების უზრუნველყოფა.

დამატებითი ინფორმაცია:

** რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
** შერჩეული კანდიდატები დასაქმებამდე გაივლიან მომზადებას, რომელიც მოიცავს 3 თვემდე პერიოდს.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://career.tbcbank.ge/Job/4561

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 26 მარტი, 2020 წ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე