ადმინისტრატორი - დღის ცვლა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი - დღის ცვლა
მომწოდებელი: Terminal
გამოქვეყნდა: 17 მარტი / ბოლო ვადა: 17 აპრილი
"ტერმინალი" არის მულტიფუნქციური სამუშაო სივრცე მათთვის, ვისი მიზანიც პროგრესი და განვითარებაა.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.facebook.com/Terminal34/

"ტერმინალი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე. ამ პოზიციისთვის ვეძებთ მეგობრულ და მომხმარებლებზე ორიენტირებულ კანდიდატებს, რომლებიც მზად არიან ენთუზიაზმით დახვდნენ სტუმრებს და მონაწილეობა მიიღონ სივრცის ყოველდღიურ პროცესებში.

ძირითადი მოვალეობები:

** სივრცის წევრებისა და ვიზიტორების დახვედრა;
** წევრებთან და პოტენციურ წევრებთან კომუნიკაცია სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
** თანხის მიღება, გადახდის გატარება და შესაბამისი პროცედურის წარმართვა;
** ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება - დოკუმენტაციის წარმოება, კორესპონდენციის მართვა;
** პროგრამული გატარებების უზრუნველყოფა;
** სივრცის წევრებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების დადგენა და მეგობრული/სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნაზე ზრუნვა;
** გუნდის მხარდაჭერა სხვადასხვა აქტივობებში.

ვეძებთ კანდიდატს, რომელიც არის:

** მომხმარებლებზე ორიენტირებული;
** მეგობრული;
** საუბრობს ინგლისურად/რუსულად საკომუნიკაციო დონეზე;
** შეუძლია გუნდური მუშაობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ გარემოს ჩვენს მულტინაციონალურ და მულტიფუნქციურ სივრცეში;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

სამუშაო საათები: 09:00-17:00 ან 13:00-21:00 (ორშაბათი-პარასკევი).

თუ ეს ყველაფერი თქვენთვის საინტერესოა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: careers@tushiconcept.co და სათაურის ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება (ადმინისტრატორი), რომელზეც აგზავნით განაცხადს.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება მხოლოდ შერჩევის პროცესთან დაკავშირებული მიზნებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე