პრისელერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: მზიური
გამოქვეყნდა: 18 მარტი / ბოლო ვადა: 18 აპრილი
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია - შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, ჰაგისი, კლინექსი, კოტექსი, ფერმა, ტულჩინკა) დისტრიბუტორს საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას სამაცივრე პროდუქციის მიმართულებით თბილისში, პრისელერის თანამდებობაზე.

კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:

** მაღალ ფიქსირებულ ხელფასს
** გეგმასთან მიბმულ ანაზღაურებას
** სამოტივაციო ბონუსს.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
** ასაკი: 25-დან 45 წლამდე
** თბილისის რაიონების კარგად ცოდნა
** მართვის მოწმობა
** საკუთარი ავტომანქანის ფლობა
** უძრავი ქონებით უზრუნველყოფა (გარანტია სამუშაოს დასაწყებად).

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** შრომისმოყვარეობა
** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** გუნდურობა
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
** დოკუმენტებთან მუშაობის სრულყოფილი უნარი
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

მოვალეობები:

** უზრუნველყოს ტერიტორიაზე ახალი კლიენტების მოძიება
** უზრუნველყოს მის პორტფელში არსებული ყველა სახეობის პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაცია.
** უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის საუკეთესო განლაგება.
** აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ბაზარზე ახალი პროდუქციის დამკვიდრებაში.
** ყოველდღიურად წარადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ და ასევე აწარმოოს დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს ამსახველი ტაბელი.
** გაამყაროს კონსტრუქციული თანამშრომლობა ყველა მყიდველთან, უზრუნველყოს მომსახურების მაღალი დონე.
** უზრუნველყოს რეალიზებული პროდუქციით მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სალაროში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: g.kabakhchiani@mziuri.com.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე