ოფისის დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის დიასახლისი
მომწოდებელი: სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები
გამოქვეყნდა: 17 მარტი / ბოლო ვადა: 17 აპრილი
კომპანია "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" (2016 წლიდან ლაქტალისის ჯგუფის წევრი - lactalis.com) ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანია, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების სწრაფ და შეუფერხებელ მიწოდებას.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" აცხადებს ვაკანსიას ოფისის დიასახლისის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი
გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა, 8 საათიანი სამუშაო დღე (დასვენება შაბათ/კვირა)
ანაზღაურება: 500 ლარი (ხელზე ასაღები)

მოვალეობები:

გამოყოფილი ტერიტორიის დასუფთავება შემუშავებული წესისა და ნორმების მიხედვით.

მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

შრომისმოყვარე, ორგანიზებული, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობით.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: hr@sante.ge 2020 წლის 12 აპრილამდე და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ოფისის დიასახლისი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე