მძღოლი-ექსპედიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი-ექსპედიტორი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
სს "ნიკორა ტრეიდი" ბაზარზე მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის "ნიკორა სუპერმარკეტის" და "ლიბრეს" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 300-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს საქართველოს მასშტაბით.

კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. ჩვენი გუნდი 5000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ექსპედიტორის პოზიციაზე ქ. თელავში.

სამუშაო საათები: მცოცავი 8 საათიანი გრაფიკი
ანაზღაურება: 600-დან 1050 ლარამდე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სავაჭრო ობიექტების პროდუქტით მომარაგება
** ცენტრალური საწყობიდან მანქანის პროდუქციით დატვირთვა, გადატანა, დაცლა.
** სატვირთო ავტომობილის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** C კატეგორიის მართვის მოწმობა
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** ორგანიზებული
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: dnapireli@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მძღოლი-ექსპედიტორი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე