შიდა კონტროლის უმცროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შიდა კონტროლის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 09 მარტი / ბოლო ვადა: 09 აპრილი
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას შიდა კონტროლის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.

ფუნქციები:

** პროდუქციის აღწერა;
** პროგრამული ფასების შესაბამისობის კონტროლი;
** სააქციო საქონელზე შესაბამისი სააქციო მაჩვენებლის არსებობის კონტროლი
** თითოეული მაღაზიის სრული აღწერის უზრუნველყოფა დადგენილი წესის შესაბამისად;
** პროგრამული და ფაქტობრივი სასაქონლო ნაშთების რაოდენობის შესაბამისობის დადგენა;
** ინვენტარიზაციის ოქმის შედგენა დადგენილი წესის მიხედვით;
** ინვენტარიზაციის შედეგების პროგრამაში ასახვა;
** ინვენტარიზაციის ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელისთვის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება საცალო გაყიდვების სფეროში მსგავს ან იგივე პოზიციაზე (ჩაითვლება უპირატესობად);
** დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** 1C ERP-UP პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა (სავალდებულო).

უნარ-შესაძლებლობები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, აკურატულობა და სიზუსტე;
** სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულების უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** პიროვნული მახასიათებლები
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ ელ.მისამართზე: HR@orinabiji.ge და შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შევძლებთ თქვენი კანდიდატურის განხილვას.

"ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე