მიმტანი/სერვისის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი/სერვისის თანამშრომელი
მომწოდებელი: m|group
გამოქვეყნდა: 14 თებერვალი / ბოლო ვადა: 01 მარტი
"სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group" - აცხადებს ვაკანსიას მიმტანის (სერვისის თანამშრომელი) პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

გრაფიკი: მცოცავი, კვირაში არაუმეტეს 48 სთ;
ანაზღაურება: კონკურენტული, ფიქსირებული + ცვლადი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრის დახვედრა ღიმილით და კეთილგანწყობით;
** სტუმრებისთვის მენიუს მიხედვით კერძების და სასმელების შეთავაზება;
** სტუმრების შეკვეთების მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში კერძების ინგრედიენტების და მომზადების პროცესის შესახებ სტუმრების ინფორმირება;
** კერძების/შეკვეთის თანმიმდევრობით სტუმართან გატანა;
** სტუმრებისთვის ყურადღების მიქცევა, პოზიციის კონტროლი;
** სტუმრებისთვის ანგარიშის მომზადება/მიტანა;
** სტუმრის გაცილება და შთაბეჭდილების გაგება;
** სუფრის გაწყობა/გასერვირება (მაგიდების და დამხმარე სერვის/კარადის მომზადება);

მოთხოვნები:

** ინგლისური ან/და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** მითითებულ პოზიციაზე მინიმუმ ერთი წელი გამოცდილება.
** კომუნიკაბელურობა;
** მომსახურების სანიმუშო მანერები;
** გამართული მეტყველება;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობა;

ჩვენთან მუშაობით თქვენ შეიძენთ საუკეთესო გუნდს! საუკეთესო გამოცდილებას და საუკეთესო შესაძლებლობებს კარიერული ზრდისთვის!

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@mgroup.ge 2020 წლის 01 მარტამდე. გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: მიმტანი (სერვისის თანამშრომელი)

მადლობა დაინტერესებისთვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე